გამოყენების პოლიტიკა შპს “ტექნო მოლი”

ტერმინების განსაზღვრება:

  • მომხმარებელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირებულია საიტზე ან რეგისტრაციის გარეშე ახდენს საქონლის შეძენას.
  • გამყიდველი – technomall.ge, რომელიც ახორციელებს მყიდველისათვის შეკვეთილი საქონლის მიყიდვას.
  • მყიდველი – მომხმარებელი, რომელიც ახდენს საიტზე (technomall.ge) განთავსებული პროდუქტის შეძენას უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
  • პროდუქტი – საიტზე განთავსებული სარეალიზაციო საქონელი.
  • მხარეები – წინამდებარე წესებისა და პირობების ფარგლებში მოქმედი სუბიექტები – მყიდველი და გამყიდველი.
  • საიტი – technomall.ge

წესები და პირობები:

  • ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და პროდუქტის შეძენა შეუძლიათ იურიდიულ პირებს და ქმედუნარიან ფიზიკურ პირებს. რეგისტრაციისას ან/და შეკვეთისას მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეზე.
  • მომხმარებელი შეკვეთის გადახდისას დებს გარიგებას საიტთან, რომლის მიხედვითაც გამყიდველი უზრუნველყოფს შეკვეთილი პროდუქტის მიწოდებას.
  • გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს პროდუქციის ტრანსპორტირება მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.
  • პროდუქტის მიწოდებისას მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

მიწოდების პოლიტიკა:

  • 15:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების ჩაბარება დაიწყება მომდევნო სამუშაო დღეს;
  • პარასკევს 15:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას განთავსებული შეკვეთების ჩაბარება დაიწყება ორშაბათიდან;

მიწოდების ღირებულება:

ბათუმში მიწოდება ხდება 1-3 სამუშაო დღეში. რეგიონებში კი 3-7 სამუშაო დღეა.

დაბრუნების პოლიტიკა:

პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუ შენაძენი არ შეესაბამება შეძენილ პროდუქტს, ხარისხს ან რაოდენობას.

პროდუქტის შეცვლის ვადები:

შეკვეთის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია 20 კალენდარული დღის განმავლობაში.