ვებ გვერდის მოხმარების წესები და პირობები

როდესაც ჩვენი ვებ-საიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე პროდუქციის განთავსების და შეძენის პირობები.

ტერმინების განმარტება

  • საიტი – ვებ გვერდი technomall.ge
  • მმართველი კომპანია – “შპს ტექნო მოლი“ (ს/კ: 445585233).
  • მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს.
  • მყიდველი – ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას.
  • გამყიდველი – იურიდიული პირი, რომელიც საიტის მეშვეობით პროდუქციას ყიდის.

ზოგადი პირობები

წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს მმართველი კომპანიის საიტით სარგებლობის პირობებს. საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც არ ეკრძალებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით.

პროდუქციის ყიდვა

პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას. პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის გვერდზე.

არასრულწლოვანი პირები & შეზღუდული კონტენტი

ვებგვერდის სერვისები არ არის გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. 18+ კონტენტის ნახვისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი.

სხვა პირობები

საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირობა მითითებული იქნება პროდუქციის სრული აღწერის გვერდზე.