გამოყენების პოლიტიკა შპს “ტექნო მოლი”
ტერმინების განსაზღვრება:
- მომხმარებელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირებულია საიტზე ან რეგისტრაციის გარეშე ახდენს საქონლის შეძენას.
- გამყიდველი – technomall.ge, რომელიც ახორციელებს მყიდველისათვის შეკვეთილი საქონლის მიყიდვას.
- მყიდველი – მომხმარებელი, რომელიც ახდენს საიტზე (technomall.ge) განთავსებული პროდუქტის შეძენას უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
- პროდუქტი – საიტზე განთავსებული სარეალიზაციო საქონელი.
- მხარეები – წინამდებარე წესებისა და პირობების ფარგლებში მოქმედი სუბიექტები – მყიდველი და გამყიდველი.
- საიტი – technomall.ge
წესები და პირობები:
- ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და პროდუქტის შეძენა შეუძლიათ იურიდიულ პირებს და ქმედუნარიან ფიზიკურ პირებს. რეგისტრაციისას ან/და შეკვეთისას მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეზე.
- მომხმარებელი შეკვეთის გადახდისას დებს გარიგებას საიტთან, რომლის მიხედვითაც გამყიდველი უზრუნველყოფს შეკვეთილი პროდუქტის მიწოდებას.
- გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს პროდუქციის ტრანსპორტირება მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.
- პროდუქტის მიწოდებისას მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
მიწოდების პოლიტიკა:
- 15:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების ჩაბარება დაიწყება მომდევნო სამუშაო დღეს;
- პარასკევს 15:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას განთავსებული შეკვეთების ჩაბარება დაიწყება ორშაბათიდან;
მიწოდების ღირებულება:
ბათუმში მიწოდება ხდება 1-3 სამუშაო დღეში. რეგიონებში კი 3-7 სამუშაო დღეა.
დაბრუნების პოლიტიკა:
პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუ შენაძენი არ შეესაბამება შეძენილ პროდუქტს, ხარისხს ან რაოდენობას.
პროდუქტის შეცვლის ვადები:
შეკვეთის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია 20 კალენდარული დღის განმავლობაში.